Thursday, June 29, 2017

ტრენინგის 3 - ე დღე


ტრენინგის მესამე დღე საინტერესო იყო გეგმის შაბლონზე მუშაობით : კერძოდ, ვისწავლეთ საგნობრივი სტანდარტების შერჩევა, მასში გამოყენებული ზმნების ამოწერა და შედარება განახლებული ბლუმის ტაქსონომიის ზმნებთან, ამ გზით იმის განსაზღვრა,გაიყვანს თუ არა  მოსწავლეებს პროექტი მაღალ სააზროვნო დონეებზე .ვისწავლეთ პროექტის მიზნების დაწერა ,გეგმის შაბლონის 3 გრაფის შევსება,რისთვისაც გამოვიყენეთ ინფორმაცია 21-ე საუკუნის უნარების შესახებ.გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვებს:ზოგადი /1-ღია ტიპის /,თემატური / 2-3 ღია ტიპის და საჭიროებს არგუმენტებს / ,შინაარსობრივი /5-6 დახურული ტიპის / და სხვ.                                                                                         

       ჩემი ძლიერი მხარე დღეს ის იყო, რომ შინაარსობრივად კარგად ჩავწვდი მასალას,გავიგე,სტრუქტურულად როგორ ავაწყო პროექტი.ამისთვის  ჩვენი ტრენერის ქ-ნი მარეხ ჯელაძის მადლობელი ვარ.

No comments:

Post a Comment

ტრენინგის 9 - ე დღე

               გავიხსენეთ გავლილი მასალა: როგორ ვქმნით ახალ პოსტს და როგორ განვათავსებთ ბლოგზე;ფონის შეცვლა და სხვ.               როგორ ...